ივანიშვილი ერთადერთი იყო, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში - ხვიჩია

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მისი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ივანიშვილი არის ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ეს იდეა მოუვიდა თავში.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში”. მე ვფიქრობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ეს იდეა თავში მოუვიდა. მერე რა რომ ეს ვერ განახორციელა. ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო… ის გუნდმა გადაიყვანა თავის აზრზე, როცა ეს პირიქით უნდა მომხდარიყო… მას გაუჩნდა ეს დიადი იდეა, როგორ შეიძლება მადლობა არ გადავუხადო“, – განაცხადა მან.