ივანიშვილი ღარიბაშვილზე: რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ იცვლება პრემიერი ღარიბაშვილი და „რა დაუწუნა მას?”, ივანიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს არაფერს უწუნებს.

„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია. ამას რა უნდა დავუწუნო”, – უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

ასევე, ჟურნალისტებმა ივანიშვილს ჰკითხეს, ერთი თვის წინ, 30 დეკემბერს რატომ თქვა, რომ პრემიერი არ შეიცვლებოდა და რატომ შეცვალა ახლა, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა: „მან [ღარიბაშვილმა] მოისურვა, მე არ მომისურვებია”. 

ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო „პარაგრაფში” მივიდა, სადაც რამდენიმე წუთში „ოცნების” ყრილობაზე ახალ პრემიერს წარადგენენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

ტელეკომპანია „იმედის” ინფორმაციით, ღარიბაშვილს პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის. ეს ინფორმაცია „ოცნების” რამდენიმე წევრმა დაადასტურა, მათ შორის, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ.