დღეს, 5 დეკემბერს უკრაინამ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის თანამზრახველებს – 19 ადამიანს, იმათ, ვინც ყიდის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“.
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან:
- ბიძინა ივანიშვილი;
- გრიგოლ ლილუაშვილი;
- კახა კალაძე;
- მიხეილ ჩინჩალაძე;
- მამუკა მდინარაძე;
- ვახტანგ გომელაური;
- ოთარ ფარცხალაძე;
- ირაკლი რუხაძე;
- ლევან მურუსიძე;
- ვიქტორ ჯაფარიძე;
- დიმიტრი სამხარაძე;
- გიორგი ხაინდრავა;
- ირაკლი კობახიძე;
- გიორგი კობახიძე;
- ზვიად შალამბერიძე;
- შალვა თადუმაძე;
- თეა წულუკიანი;
- ირაკლი ქარსელაძე;
- კახა ბექაური.