ივანიშვილი მზადაა, სასტუმრო „პარაგრაფი“ 60 მილიონ დოლარად გაყიდოს

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილი მზადაა, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი”, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი Entrepreneur.com-თან ინტერვიუში ამბობს.

„იმავდროულად, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან, რომელიღაც ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, ბიძინა ივანიშვილის მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, ანუ 60 მილიონს”, – ვკითხულობთ ინტერვიუში.

ივანიშვილის თქმით, პროექტი გააძვირა იმ არაორდინარულმა ექსკლუზივებმა, რომელსაც „პარაგრაფი“ სთავაზობს და მომავალშიც შესთავაზებს დამსვენებელს და რომლებშიც ჩვეულებრივი ინვესტორი ფულს არ დააბანდებდა.