„ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერაა საჭირო“ - ბოკერია

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

„მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს იმის მიუხედავად, თუ როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიასა და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.