ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ის პლატფორმა X-ზე ავრცელებს და წერს:
„დავიცავთ დემოკრატიას თუ პუტინის მოკავშირეებს ამას შევარჩენთ? აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მე წარვადგინე წინადადება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ იგივე გააკეთოს”, – წერს ის პლატფორმა X-ზე და დოკუმენტს აქვეყნებს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:
„პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო;
გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენების ხელშეწყობაში; მიუთითებს, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას იმავეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ;
მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციას; ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.