რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებილ ხალხს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიმართა.
„დღეს ჩვენ ყველა თანამებრძოლი და თანაგუნდელი ვართ. დღეს აქ დგას გაერთიანებული ქართველი ხალხი, რომელიც არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, იბრძვის საქართველოსთვის და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოსთან ერთად. დღეს ჩვენ ყველა ვიბრძვით საქართველოსთვის. მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც პრივილეგიებზე უარეს თქვა. არ შეიძლება დადგეს ტყუილის მხარეს. შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არის ქვეყნის დანგრევა. თუ ჩევნ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი აქვს, აუცილებლად გავიმარჯებთ ამ ბრძოლაში. მადლობა გეუბნებით, ვინც გულანთებული მოვიდა და ამ ბრძოლაში ჩაება. ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ უბრალოდ რიცხვები ხართ, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
__________________________
31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.
მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.