ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - „ოცნება“

პუბლიკა

„ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, – „ქართული ოცნება“ პარტიის დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. პარტიის განცხადებით ივანიშვილი ჩაუდგა „მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას“.

„ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა.

რეჟიმის ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეს ღირსება, თავისუფლება და მომავლის იმედი დაუბრუნა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანა დადგა დემოკრატიულ რელსებზე და უამრავი გამოწვევის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციები და რაც მთავარია, განუხრელად არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება.

ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მის ოჯახს!“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.