ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს – უსუფაშვილი

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“  წევრი  დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების სიცრუე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები იმდენად გადავიდა ზღვარს, რომ შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი პირდაპირ საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ პატიმრებზე. დავით უსუფაშვილის კომენტარს „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების. ეს არის უპატიებელი ქმედება საერთაშორისო პოლიტიკაშიც, შიდა პოლიტიკაშიც, ადამიანურ ურთიერთობებშიც, ბიზნესშიც და ყველა სფეროში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ველოდები შეთანხმების შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – სენატორი რიში