ივანიშვილს კალაძეზე და გახარიაზე დაბალი, თუმცა ღარიბაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს

Edison research-ის გამოკითხვის მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და თბილისის მერს კახი კალაძეს ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვთ.

მოსახლეობის შეფასება მმართველი გუნდის პოლიტიკოსების მიმართ ასეთია:

  • გიორგი გახარია: პოზიტიური – 65% ; ნეგატიური – 35%

  • კახა კალაძე: პოზიტიური – 55% ; ნეგატიური – 45%

  • ბიძინა ივანიშვილი: პოზიტიური – 48% ; ნეგატიური – 52%

  • ირაკლი ღარიბაშვილი: პოზიტიური – 45% ; ნეგატიური – 55%

  • არჩილ თალაკვაძე: პოზიტიური – 37% ; ნეგატიური – 63%

  • ირაკლი კობახიძე: პოზიტიური – 33% ; ნეგატიური – 67%

 

Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.