პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა პერსონალური იქნება და ამ პასუხისმგებლობას ვერც ბიძინა ივანიშვილი გაექცევა.
„ვიღაცა რომ გამოდის, მაგალითად, და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85%-ში სრული კონსენსუსია, სად უნდა იყოს საქართველოს მომავალი და უცებ შემთხვევით ჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს შენი ადგილი გამოიყენო და დრო მოუგო, წლები მოუგო ამ მიზანს და ვიღაცა გამოდის იდიოტი, ბოდიშით… ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა იმ 85%-ს ჰკითხოს, უნდათ ასეთი ევროპა თუ არა? აბა იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს, უნდათ ასეთი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო მთავრობა?
პასუხისმგებლობები პერსონალური იქნება და გაითვალისწინეთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. სასჯელიც პერსონალური იქნება და მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ თქვა – მე წავედი პოლიტიკიდან, და წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის ან ეს მისი პასუხისმგებლობა პერსონალური არ იქნება, ძალიან ცდება“, – ამბობს გახარია.
გიორგი გახარიას ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.