ივლიანე ხაინდრავამ შერიგების სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა.
მიზეზი რუსული კანონია.
„მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში სახიფათო ვითარება შეიქმნა. ძალიან მაწუხებს ის დაპირისპირების ტალღა, რომელიც ქვეყანაში აგორდა. ვფიქრობ, ამისი თავიდან აცილება შეიძლებოდა და საჭიროც იყო.
ვგულისხმობ ამ კანონს, მის ხელმეორედ შემოტანას და ყოველივე იმას, რამაც მიმდინარე მოვლენები გამოიწვია. ისევ ვიმეორებ: ამის თავიდან აცილება შესაძლებელი და აუცილებელი იყო”. – უთხრა ივლიანე ხაინდრავამ „პუბლიკას”.