ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს.

მათივე განმარტებით, ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები. კოვაქსის პლატფორმით კი უკვე ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43000-მდე დოზას მიიღებს.

„ასტრაზენეკას“ ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი.