ივნისში რუსეთიდან საქართველოში 135 457 ადამიანი შემოვიდა, ზრდა 340%-ია

პუბლიკა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება და სხვა ქვეყნებთან შედარებით აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში პირველ ადგილზე გადმოინაცვლა.

მხოლოდ ივნისში რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ზრდა 340%-ია. გასული თვის მონაცემებით, რუსეთი შემდეგ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა სომხეთი, შემდეგია თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა და ყაზახეთი.

რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

  • იანავარი – 27 292
  • თებერვალი – 26 702
  • მარტი – 45 068
  • აპრილი – 48 797
  • მაისი – 69 772
  • ივნისი – 135 457

უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.

შსს-ის მონაცემებით, 2022 წლის 6 თვეში ( იანვარ-ივნისში) საქართველოს მოქალაქეთა საზღვრის კვეთის 910 680 შემთხვევა დაფიქსირდა, შემოსვლა კი – 866 445. შესაბამისად,  ბოლო 6 თვეში საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის შემთხვევა 44 235-ით აღემატება შემოსვლის სტატისტიკას. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 21 395 იყო.