იყავით მთავრობაში, შეგეძლოთ გაგეგრძელებინათ და არ წასულიყავით - ღარიბაშვილი გახარიას გუნდის წევრებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელების კითხვებს არ უპასუხა.

„ანა ბუჩუკურის და შემდეგ ბექა ლილუაშვილის შეკითხვები შეეხებოდა, თქვენ მიერ დაწყებული რაღაც პროექტების და რეფორმების… თქვენ იყავით მთავრობაში, შეგეძლოთ გაგეგრძელებინათ და არ წასულიყავით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.