იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს, რომ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რას ამბობს  „საზოგადეობრივი ჯანრთელონის შესახებ” კანონი.

კანონის მეხუთე მუხლი მიხედვით:
1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:
ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;

შესაბამისად, როგორც ომბუდსმენი ამბობს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვან სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის.

„ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, “- წერს ნინო ლომჯარია.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ომბუდსმენის თქმით ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც.