„იზიუმში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს ბუჩაში დაღუპულთა რაოდენობას“, – ამი შესახებ უკრაინაში განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარმა ოლეგ კოტენკომ განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვმუშაობთ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების ექსჰუმაციაზე, შემდეგ კი ცხედრები ექსპერტებს გადაეცემათ დაღუპულთა სახეების იდენტიფიცირებისთვის.
სამწუხაროდ, ეს აქ ჩვენი მუშაობის დასაწყისია, ჯერ კიდევ რამდენი ადგილი იქნება ასეთი დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, უცნობია, მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ იზიუმში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს ბუჩაში დაღუპულთა რაოდენობას“, – თქვა მან.
გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს.