ხარკოვის ოლქში რუსების მიერ დაკავებულ ქალაქ იზიუმში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამ ინფორმაციას Ukrinform ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ 44 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ოკუპანტებმა შენობა მარტის დასაწყისში გაანადგურეს“, – წერს სინეგუბოვი Telegram-ის არხზე.
მისი თქმით, ეს არის რუსი სამხედროების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.