იზმირთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში 7.0-ბალიანი მიწისძვრა მოხდა – BBC

პუბლიკა

BBC ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეგეოსის სანაპიროზე, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 7.0-ბალიანი იყო.

გამოცემა აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირიდან 17 კმ-ით იყო დაშორებული. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა როგორც სტამბოლში, ასევე ათენში.

როგორც BBC წერს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ქალაქ იზმირის ფოტოსურათებიდან ჩანს, რომ დანგრეული და დაზიანებულია შენობები.

1999 წელს იზმირში ძლიერმა მიწისძვრამ 17 000 ადამიანი იმსხვერპლა.