იზოლატორში რიგებია, დაკავებულები არიან ნაცემები, აღენიშნებათ სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები - ადვოკატი

პუბლიკა

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, იზოლატორებში გუშინ აქციისას დაკავებულთა რიგებია. მისივე თქმით დაკავებულები ნაცემები არიან და აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები.

„იზოლატორში სანამ შეხვალ არის ძალიან დიდი რიგი, რადგან ადამიანები რომლებიც დაკავებულები არიან, ამ მომენტამდე არ არიან შესახლებულები. მათ აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები, აღენიშნებათ სისხლის კვალი და პირდაპირ ეტყობათ რომ ეს ადამინები ნაცემები არიან.

როდესცა მათ გავესაუბრე მათ თქვეს, რომ კი, მათზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ოღონდ არა იმ პირთა მხრიდან, ვინც არიან დამკავებლები უშუალოდ, არამედ იძალადეს იმ სამართალდამრღვევებმა, იმ კრიმინალმა პოლიციელებმა, პირდაპირი დაველებით, რომ ეძალადათ თავისუფალ ადამიანებზე,

როდესაც შემოვდიოდი, როდესაც უნდა მომენახულებინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვნახე რომ მანქანიდან ადამიანი ყვიროდა, რომ იყო ცუდად, ჰქონდა ტვინის შერყევა, რომ არ გამეგო მას ფანჯრებიც კი აუწიეს  არ ვიცი რატომ იქცევიან ასე არაადამიანურად.

მისი ვინაობაა ავთანდილ ტვიტინიძე, რომელიც ამბობდა რომ ჰონდა ტვინის შერყევა, რომელიც ამბობს რომ ჰქონდა თავის ტკივილები და სასწრაფოდ ჩაუტარდეს მას სამედიცინო მომსახურეობა, ეს არის განანტირებული უფლება რა უფლებაც ადმიანს არ უნდა შეეზღუდოს“,- განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, თბილისის იზოლატორებში არსებული რიგების გამო, დაკავებულები, სიღნაღის, საგარეჯოსა და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაჰყავთ.

შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი.

გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა.

უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.