ჯაფარიძე „ალტ ინფოს" გაუქმებაზე: საშიში პრეცედენტია

პუბლიკა

გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ალტ ინფოს” პარტიის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საშიში პრეცედენტია, რომელიც ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში დაუშვებელია.

საქმე ეხება ძალადობრივი, პრორუსული „ალტ ინფოს” პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” გაუქმებას საჯარო რეესტრის მიერ. უწყებამ გადაწყვეტილების მიზეზად ყრილობის წესდების წარუდგენლობა დაასახელა.

რეესტრი წერს, რომ „ალტ ინფოს” კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი წესდება 2021 წლის 6 დეკემბერს უნდა წარედგინა. თუმცა, ეს არ გააკეთა.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს.

ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ

ცხადზე ცხადია რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს,რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს.

არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები,

მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას.

და ის რომ „ალტ-ინფოს” ლიდერები ციხეში უნდა იჯდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია”. – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.