„მართლა რა დედა&₾@)(:₾ი რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“, – ასე გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძე პარტია „გირჩის“ დღევანდელ განცხადებას, რომელშიც პარტიის წევრები სთხოვენ „ქართულ ოცნების“ დეპუტატებს, 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე არ დააკმაყოფილოს ოპოზიციის წევრი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნა.
„ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, &₾ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე რა დროს ჩემი თავისუფლებაა, „ქართული პარლამენტარიზმია” გადასარჩენი სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი“, – წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.
51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.
პლენარული სესია, რომელზეც ეს საკითხი კენჭისყრაზე გავა, ხვალ, 2 თებერვალს არის ჩანიშნული.