ჯაფარიძე: პარტია „ალდემ” მიიღო მანიფესტი, რომელშიც წერია, რომ დაგვეხმარება, 2029-ისთვის გავხდეთ EU-ის წევრი

პუბლიკა

„გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია „ალდემ”(ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი – ევროპისთვის)  ევროპარლამენტის წლევანდელი არჩევნებისთვის მიიღო საარჩევნო მანიფესტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ალდე დაგვეხმახმარება 2029 წლისთვის ვიყოთ ევროკავშირის წევრები.

ჯაფარიძის თქმით, „ალდეს აქვს მბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს”.

ჯაფარიძე ამბობს, რომ  ალდეს წევრი პარტიებიდან გასულმა ევროპარლამენტარებმა მომავალ წლებში სწორედ ამ მანიფესტით უნდა იხელმძღვანელონ.

„ეს წუთია ალდემ მიიღო საარჩევნო მანიფესტი წელს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მომავალ წლებში ალდეს წევრი პარტიებიდან გასულმა ევროპარლამენტარებმა. ჩვენი გირჩი – მეტი თავისუფლება-ს, სტრატეგია აღმაშენებელის და უკრაინელების ინიციატივით ამ მანიფესტში ჩაიწერა, რომ ალდეს აქვს ამბიცია, უზრუნველჰყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს. დამატებით ჰოლანდიელებმა ჩაგვიწერეს, რომ გაწევრიანებისთვის, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებელია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ალდე დღეს არის სიდიდით მესამე ჯგუფი ევროპარლამენტში. წლევანდელი არჩევნების შემდეგ, მაკრონის პარტიასთან ერთად შესაძლოა გახდეს სიდიდით მეორე. თუ მოვინდომებთ და ამ სი**ბს მოვიშორებთ, ყველაფერი გამოგვივა”, – წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე.

გირჩის ლიდერმა დაწერა, რომ დოკუმენტი ჯერ საჯარო არაა. მან ფეისბუქზე დოკუმენტიდან სქრინი გამოაქვეყნა.