„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრბის ცნობით, პოლიციამ სახლიდან გადაიყვანა „გირჩი ტივის“ თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი.
„პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი. არ ვიცით, სად ჰყავთ, არ ვიცით, რას ედავებიან. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია“, – წერს ზურა ჯაფარიძე.
„გირჩი ტივის თანამშრომელს და ჩვენს წევრს – გიორგი მოსიაშვილს თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა სახლში და რუსთავიდან გადმოიყვანეს თბილისში. მეტი ინფო ჯერ არ მაქვს. ვარკვევთ“, – წერს ანა ყურაშვილი.
„პუბლიკისთვის“ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.