ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმას აპირებდნენ, რა დროსაც მან ჰაერში გაისროლა

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს, რომ მას კვლავ ჩაუსაფრთდნენ და თავდასხმას აპირებდნენ, როცა გამაფრთხილებლად ჰაერში გაისროლა.

„მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას.

ჰაერში ვისროლე და დავემუქრე. პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა. ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა“, – წერს ჯაფარიძე.