ჯამში ჩატარებულია 138 914 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 26 101 ადამიანი - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ჯამურად 138 914 აცრაა ჩატარებული. სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულია 26 101 ადამიანი.

მოქალაქეები აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა შევიდნენ ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 1522.