ჯამში რუსთავის „ავერსის“ კლინიკის 13 თანამშრომელია ინფიცირებული - დავით ბეგაშვილი

პუბლიკა

„ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალის იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, 13-მდე გაიზარდა – ინფორმაცია „პუბლიკას“ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.

დავით ბეგაშვილის თქმით, 13 ინფიცირებული 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ეტაპობრივად გამოვლინდა.

როგორც „ავერსის“ კლინიკის გენერალური დირექტორი, დიმა ჯორბენაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, კლინიკის ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა ბოლოს გუშინ განახლდა და 3-ით გაიზრდა. მისივე თქმით, ინფიცირებულთა კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან და კლინიკაში მუშაობას ის თანამშრომლები აგრძელებენ, რომლებიც შვებულებაში იყვნენ და ინფიცირებულებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.