ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ გადავიდა პრეზიდენტი თვითიზოლაციაში

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განმარტა, თუ რატომ გადავიდა პრეზიდენტი თვითიზოლაციაში მიუხედავად იმისა, რომ აცრა ჩატარებული აქვს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ მისცა პრეზიდენტს თვითიზოლაციის რეკომენდაცია, გაბუნია პასუხობს:

„ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციას ეპიდემიოლოგები გასცემენ. პირველი აცრა არ იცავს სრულად ინფექციის გადაცემიდან და ამ შემთხვევაში პირადი და ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ თუ კონტაქტი სარისკოა უკეთესია პირი იყოს იზოლაციაში“, – განაცხადა გაბუნიამ.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.