ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან, თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას გეგმავს.
„რამდენიმე დღეა, არ გვისაუბრია. დღის განმავლობაში შევხვდები და შემდეგ შემეძლება, გიპასუხოთ“, – აცხადებს მინისტრი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. თუმცა, კლინიკის პრესსამსახურში აღნიშნულს არ ადასტურებენ.