ჯანმო კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, რომელსაც Mu უწოდეს, კვლევებს ატარებს

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Covid 19-ის ახალ ვარიანტზე კვლევებს ატარებს. ახალ შტამს სახელად Mu ეწოდა.

როგორც The Guardian წერს, Mu, იგივე B.1.621 პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა, ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში.

როგორც გამოცემა წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პანდემიის ყოველკვირეულ ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ახალ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, Covid 19-ს ვაქცინებს მეტად გაუწევენ წინააღმდეგობას. მათ შესასწავლად შემდგომი კვლევებია საჭირო.

„მიუხედავად იმისა, რომ Mu ვარიანტის გლობალური გავრცელება ამჟამად 0.1%-ზე დაბალია და შემცირდა, კოლუმბიასა (39%) და ეკვადორში (17%) ახალი შტამის შემთხვევები იზრდება“, – აღნიშნულია ჯანმოს პანდემიის ყოველკვირეული ბიულეტენში.