ჯანმო: უნდა შეჩერდეს „ბუსტერის“ დოზები, რათა ვაქცინა ღარიბმა ქვეყნებმაც მიიღონ

პუბლიკა

BBC-ს ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, რომ სექტემბრის ბოლომდე მაინც შეაჩერონ მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. „ბუსტერის“ გაკეთება.

ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „ბუსტერის“ შეჩერება ყოველი ქვეყნის პოპულაციის, სულ მცირე, 10%-ს მისცემს აცრის შესაძლებლობას.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ისრაელმა და გერმანიამ მოქალაქეებისთვის მესამე დოზის გაკეთების გეგმა წარმოადგინეს, თუმცა ტედროს გებრეიესუსი აღნიშნავს, რომ ვაქცინა ღარიბი ქვეყნებისთვის ხელმიუწვდომელი რჩება.

ჯანმოს მონაცემებით,  დოზების სიმწირის გამო, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 100 მოსახლეზე 1,5 დოზა მოდის.

ჯანმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცვლილებაა საჭირო, რათა ვაქცინის დოზები ღარიბმა ქვეყნებმაც მიიღონ.

„მესმის ხელისუფლებების მისწრაფების, დაიცვან საკუთარი მოსახლეობა კორონავირუსის დელტა ვარიანტისგან, მაგრამ ამას ვერ მივიღებთ იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც უკვე აითვისეს ვაქცინის მარაგის უმეტესობა და ახლა უფრო მეტის მოხმარება სურთ“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.