ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
„პირველი არხის” ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს 16 იანვარს პარტიის ყრილობაზე.
პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობამ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც 16 იანვარს დაამტკიცა. ვასილ მაღლაფერიძე პოლიტსაბჭოს წევრია.