პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე წევრმა, დავით კირკიტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. ამ ეტაპზე პარლამენტში პარტიის ორი წევრი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.
დავით კირკიტაძე გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას პარტიაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს შიმშილობა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა დეპუტატმა გამოაცხადა. ისინი პარლამენტში შიმშილობდნენ. რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო შიმშილობა შეწყვიტა აბდულ ისმაილოვმა.