ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის - კალიურანდი ჩანაწერებზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარის მარინა კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურდან გამოჟონილი ფაილების შესახებ იმსჯელეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში კალიურანდმა განაცხადა, ის ვერ ისაუბრებს რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ საკითხს ყურადღებას დაუთმობენ შესაბამისი პირები, რადგან „ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის“.

„მე არ მინდა სპეკულაციაში შევიდე ამ ჩანაწერების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო: ჯაშუშობა და მოსმენა – ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელობის, მმართველი პარტიის – ეს არ არის დემოკრატიული.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

(ტექსტში გამოყენებულია „ფორმულას“ თარგმანი)