ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. 53 წლის პოლიტიკოსმა გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს ორშაბათს ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
„მე ვაპირებ, დავტოვო პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს“, – თქვა ტრუდომ.
ის დარჩება პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად მანამ, სანამ ახალ ლიდერს აირჩევენ. პარლამენტის საქმინობა კი 24 მარტამდე შეჩერდება.