აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, აშშ მოლაპარაკებებს დატოვებს. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ცეცხლის შეწყვეტაზე დღეს ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა უარი განაცხადა.
ჯეი დი ვანსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის ორივე მხარისთვის ძალიან „მკაფიო” შეთავაზებები აქვს და დროა, ისინი ამას დაეთანხმონ,
„დროა, რომ მათ ამაზე ან კი თქვან, ან აშშ დატოვებს ამ პროცესს. ჩვენ ჩავდეთ უზარმაზარი დიპლომატიური ძალისხმევა ადგილზე ინტენსიური მუშაობით”, – განაცხადა მან.
ვენსი ამბობს, რომ დადგა დრო გადაიდგას „საბოლოო თუ არა, ერთ-ერთი საბოლოო ნაბიჯი” ფართო შეთანხმების მისაღწევად და შეწყდეს „სისხლისღვრა და ტერიტორიული ხაზები გარკვეულ დონეზე გაიყინოს იქ, სადაც ახლა არის”.
„ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ უკრაინელებსაც და რუსებსაც მოუწევთ იმ ტერიტორიების ნაწილის დათმობა, რასაც ახლა ფლობენ”,- თქვა მან.
ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებებს უიტკოფისა და რუბიოს ნაცვლად, უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი ესწრება – შეხვედრას უკრაინელ კოლეგასთან ერთად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, დეივიდ ლემი მასპინძლობს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამორიცხავს დროებით ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობას – ეს დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ისა და კრემლი ერთ-ერთ წინადადებად ამასაც განიხილავდნენ.