ჯეიკ სალივანი: ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო

პუბლიკა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და „ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ქართველი პარლამენტარები დგაგან კრიტიკული არჩევანის წინაშე: ან მხარი დაუჭირონ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ან მიიღო კრემლის სტილის კანონი „უცხოეთის აგენტების შესახებ”, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველი ხალხის იზოლირებას აშშ-დან და ევროპიდან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”. – წერს ჯეიკ სალივანი X-ზე.