ჯეიმს განი HBO-ს დაკვეთით „თვითმკვლელთა რაზმის“ სპინოფს გადაიღებს

პუბლიკა

„გალაქტიკის მცველების“ რეჟისორი ჯეიმს განი HBO-ს დაკვეთით „თვითმკვლელთა რაზმის“ 8-სერიიან სპინოფს  გადაიღებს. სერიალის მთავარი პერსონაჟი სუპერგმირი ფისმეიქერი იქნება, რომლის როლსაც WWE-ის 16-გზის მსოფლიო ჩემპიონი – ჯონ სინა შეასრულებს. ჯეიმს განი სცენარის ავტორი და რამდენიმე სერიის რეჟისორიც იქნება. სერიალის გადაღება 2021 წელს დაიწყება.

„თვითმკვლელთა რაზმი“ DC-ის კომიქსია, რომლის პირველი ეკრანიზაციაც მაყურებელმა 2016 წელს იხილა. მეორე ფილმს ამჯერად ჯეიმს განი იღებს და პრემიერა 2021 წლის 6 აგვისტოს შედგება. ჯეიმს განი ასევე გეგმავს „მარველის“ „გალაქტიკის მცველების“ მესამე ნაწილის გადაღებასაც.