დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ჰკითხეს მოსაზრება, რაზეც მან განაცხადა, რომ ჯერ გახარიას მოუსმენს და შეფასებას შემდეგ გააკეთებს.
„გიორგი ჩვენი მთავრობის დროს, 8 წლის განმავლობაში ჯერ იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. ამიტომ ჯერ დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.