ჯერჯერობით, დაწესებული რეგულაციების გამკაცრება არ არის დაგეგმილი - გაბუნია

პუბლიკა

„ჯერჯერობით, იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც მოქმედი და დაწესებულია, არ არის დაგეგმილი. მთავარია, აღსრულდეს ის, რაც მოქმედია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდგომ.

მისივე თქმით, რეგულაციების გამკაცრება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბზე.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, პროგნოზულად. საერთაშორისო პატნიორების პროგნოზებიდან გამომდინარე, ეს არის პიკი, რომელიც დაახლოებით 10 დღის ვადაში იქნება ამ დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ.