ჯერსის სასამართლომ აბრამოვიჩს 7 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა

პუბლიკა

კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული 7 მილიარდ დოლარზე მეტი ქონება გაყინა, რაც რუსი მილიარდერის საჯაროდ შეფასებული სიმდიდრის ნახევარს უდრის. ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს ინფორმაციას.

Bloomberg წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ოფშორული ქონების გაყინვის, რომელსაც სანქცირებული რუსი მილიარდერები ფლობენ.

რომან აბრამოვიჩს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს გასულ თვეში. გამოცემის ცნობით, ეს არის დასჯა/ჯარიმა იმ მაგნატების წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არიან დაახლოებულნი. სანქციების შედეგად გაყინულია აბრამოვიჩის აქტივები და ასევე, როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია მისი საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ მომავალი.