„ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, რა ხდებოდა 2012 წელს" - კობახიძე

პუბლიკა

ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ ხომ იცით? – 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, ან სხვა რამეშია საქმე, – პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, სენატორმა არ იცის, როგორი იყო 2012 წლის არჩევნები. „თქვენ არ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს?”, – ეკითხება ის შემდეგ ჟურნალისტებს.

„თქვენ გახსოვთ 2012 წლის არჩევნები? წლევანდელიც ხომ ნახეთ და ადარებთ წლევანდელს და 2012-ის არჩევნებს? როცა ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოკითხო, არ ვიცი, ეს წარმოუდგენელი რამ არის.

თქვენ არ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს? სენატორმა არ იცის და თქვენ ხომ იცით? ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ არ ვიცი, შეიძლება ბავშვი იყავით და არ გახსოვთ, მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, ან სხვა რამეშია საქმე,” – განაცხადა კობახიძემ.


„ეს არჩევნები საქართველოში იყო დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი.

საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება არჩევნების მეორე ტურსაც“, – ასე გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, ჯიმ რიში საქართველოში გამართულ არჩევნებს.