ჯინ შაჰინის ორპარტიულ კანონპროექტს „ქართველი ხალხის აქტი" 10 თანაინიციატორი შეემატა

პუბლიკა

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ორპარტიულ კანონპროექტს „ქართველი ხალხის აქტი” 10 თანაინიციატორი შეემატა.

ახლა მას ჯამში 19 თანაინიციატორი სენატორი ჰყავს. მათგან 9 დემოკრატია, 9 – რესპუბლიკელი, 1 – დამოუკიდებელი წევრი.

თანაინიცატორთა სიას შეუერთდნენ:

  • სენატორი ჯონ ბუზმანი – რესპუბლიკელი;
    სენატორი მიტ რომნი – რესპუბლიკელი;
    სენატორი ჯეფ მერკლი – დემოკრატი;
    სენატორი ჯონ კორნინი – რესპუბლიკელი;
    სენატორი კრისტოფერ მერფი – დემოკრატი;
    სენატორი დენ სალივანი – რესპუბლიკელი;
    სენატორი ანგუს კინგ ჯუნიორი – დამოუკიდებელი წევრი;
    სენატორი ტოდ იანგი – რესპუბლიკელი;
    სენატორი შელდონ უაითჰაუსი – დემოკრატი;
    სენატორი ჯორჯ ჰელმი – დემოკრატი.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანაინიციატორები არიან:

  • სენატორი კრის ვან ჰოლენი – დემოკრატი;
    სენატორი ტიმ კეინი – დემოკრატი;
    სენატორი თომას ტილისი – რესპუბლიკელი;
    სენატორი რიჩარდ ჯ. დურბინი – დემოკრატი;
    სენატორი კრისტოფერ კუნსი – დემოკრატი;
    სენატორი ლინდსი გრემი – რესპუბლიკელი;
    სენატორი პიტ რიკეტსი – რესპუბლიკელი;
    სენატორი ბენ კარდინი – დემოკრატი;
    სენატორი ჯეიმს ე რიში – რესპუბლიკელი.

ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან.

შაჰინის კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებაზე ან მისი მიღების ხელშეწყობაზე.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, „რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს“.