ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ცოტა ხნის წინ დასრულდა ხმის დათვლის პროცესი პენსილვანიაში, რომელიც „დემოკრატების“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო და 273 დელეგატი მოაგროვა საარჩევნო კოლეგიაში. გამარჯვებისთვის 270 დელეგატის ხმა იყო საჭირო.

ჯერ კიდევ ითვლიან ხმებს ჯორჯიაში, არიზონაში, ჩრდილო კაროლინაში, ნევადასა და ალასკის შტატებში, თუმცა დონალდ ტრამპს ყველა მათგანში გამარჯვებაც აღარ ეყოფა.


მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს რიგით 46-ე პრეზიდენტი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიკავებს. ჯო ბაიდენს არჩევნებში მხარი თითქმის 74-მა მილიონმა ადამიანმა დაუჭირა.

„რესპუბლიკელების“ კანდიდატი დონალდ ტრამპი კი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და იურისტებს მიმართავს. დონალდ ტრამპმა ხმების დათვლის პროცესი რამდენიმე შტატში გააპროტესტა.