აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმე მათგანის დასამტკიცებლად სენატის თანხმობაა საჭირო.
სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ბაიდენმა ენტონი ბლინკენი წარადგინა. ის ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.
ამასთან, ჯო ბაიდენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი წარადგინა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ჯო ბაიდენმა ჯეიკ სულივანი დაასახელა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი იყო.
დაზვერვის სამსახურის უფროსად ბაიდენმა წარადგინა ავრილ ჰაინესი. როგორც CNN იუწყება, იგი პირველი ქალი იქნება აღნიშნულ პოსტზე. ჰაინესი წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა გაეროში აშშ-ის ელჩად ლინდა ტომას გრინფილდი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს აფრიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯო ბაიდენმა ალეხანდრო მაიორკასი დაასახელა. იგი პრეზიდენტ ობამას მმართველობის დროს შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილედ მუშაობდა.
Today, I’m announcing the first members of my national security and foreign policy team. They will rally the world to take on our challenges like no other—challenges that no one nation can face alone.
It’s time to restore American leadership. I trust this group to do just that. pic.twitter.com/uKE5JG45Ts
— Joe Biden (@JoeBiden) November 23, 2020