ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 21 ივლისს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი სრულად ვაქცინირებულია და 2 ბუსტერ დოზა ვაქცინაც აქვს გაკეთებული. მას ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს. მათივე ცნობით პრეზიდენტი იღებს კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდს“.

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში იქნება იზოლირებული და გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.