ჯო უილსონი მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ძალადობრივ დარბევაზე პასუხისმგებელ საქართველოს ხელისუფლებას

პუბლიკა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში აქციების ძალადობრივად დარბევაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების დასანქცირებას მოითხოვს.

„საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩამოიშორა დემოკრატიის ყოველგვარი პრეტენზია და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებში. არ შეცდეთ: ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.

აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის გაზრდას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პირადი სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მე მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს იგივე გააკეთონ“, – აცხადებს ჯო უილსონი.