„ჰელსინკის კომისია“ მოუწოდებს სახდეპს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები

პუბლიკა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება.

„მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სანდო ბრალდებები. ასევე შემაშფოთებელი ვარ რუსეთის მხრიდან კარგად დადასტურებული მცდელობებით, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. MEGOBARI აქტი შეეცდება დაისაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – აღნიშნულია ჯო უილსონის განცხადებაში.

ცესკოს ვებგვერდზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი. მარნეულის 69-ე უბანი ბიულეტენების ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა.

ცესკოს მონაცემები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ – 53.92% (1 118 836 ხმა);
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 11.03% (229 006 ხმა);
  • „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16% (210 895 ხმა);
  • „ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.81% (182 891 ხმა);
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 7.77% (161 250 ხმა).