“MEGOBARI აქტის“ ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელ ტვიტერზე ეხმაურება:
„ქართული ოცნების” ანტიამერიკულმა რეჟიმმა ახლახან დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, იმავე ყალბი ბრალდებით, რითაც ადრე განხორციელდა შეტევა ოპოზიციაზე.
აშკარად ჩანს, რომ მიმდინარეობს ოპოზიციის სრული აკრძალვის პროცესი, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. გამოსავალი სანქციების დაწესებაა” – წერს კონგრესმენი.
კოალიცია ცვლილებებისთვის” პრესსამსახურის ცნობით ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან პოლიციამ დააკავა.
მისი ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამ ინფორმაციას ადასტურებს.
მისი თქმით, ნიკა მელია გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ტანამშრომლებმა იგი ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს.
ადვოკატი ამბობს, რომ მელიას არცერთ საქმეში აღმკვეთი ღონისძიება შეცვილლი არ ააქვს და :პრაქტიკულად მოიტაცეს”.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო. მისი განცხადებით იგი არ გეგმავდა პროცესზე მისვლას. საქმე ეხება პოლიტიკოსის გამოუცხადებლობას წულუკიანის კომისიაზე.