ჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად იყოს აცრილი – გამყრელიძე

პუბლიკა

„ჯობს რთველის დაწყებამდე, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„ჩვენი მოწოდებაა, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო უნივერსიტეტებით. მასობრივი იქნება ასევე რთველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოვუწოდებ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ყველა პროფესორ-მასწავლებელს, შემოდგომას ორჯერ აცრილები შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა ადამიანი აცრილი იქნება, რადგან ამ დროს ინტენსიური მუშაობაა და ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.